მეოთხე დღის რეფლექსია

 მეოთხე სამუშაო შეხვედრა საინტერესო  და ამავ დროს ნაყოფიერი იყო
პირველ რიგში ქალბატონმა ნინომ გაგვაცო  დღის სამუშაო გეგმა:

  • მესამე დღიდან მიზნებისა და სტანდარტების გაწერა
  • მიმართულების მომცემი კითვების შედგენა და გეგმაში ჩაწერა
  • ბლოგზე მიმართულების მიმცემი კითხვების განთავსება 
  • შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა
  • შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად
  • პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტისთვის 


   დავიწყეთ პროექტების გეგმის შევსება.ამისთვის დაგვჭირდა ncp.ge საიტი, ეროვნული სასწავლო გეგმიდან ჩვენი პროექტისათვის საჭირო სტანდარტის მოძებნა და ჩასმა . მიუთითეთ ჩვენი პროექტისთვის საჭირო მიზნები, რომელიც უნდა იყოს მიღწევადი, პროექტის ბოლოს.
   ცოტა რთული იყო პროექტის ის ნაწილი რომელიც მოითხოვდა მიმართულების მიმცემი კითხვების შედგენას. ეს იყო ზოგადი, შინაარსობრივი და თემატური კითხვები.
ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმუშავეთ წყვილებში და ასე თუ ისე სირთულეც დავძლიეთ.
  ასე დასრულდა მეოთხე დღეც.

Comments

Popular posts from this blog

საწრეო მუშაობის პროგრამა

ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია

მეხუთე დღის რეფლექსია