ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია
გაცნობის შემდეგ ქალბატონმა ნინომ გაგვაცნო ტრენინგის ცხრა დღის სამუშაო გეგმა და მისი მიზნები.
პროექტებით სწავლება
თემა: პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი
გავიაზრეთ პროექტებზე დაფუძნებული სწავლის მნიშვნელობა, რომ ეს არის მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლის მოდელი . ეს მეთოდი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს შეიძინონ ცოდნა და უნარ-ჩვევები. ის მოიცავს მრავალფეროვან მეთოდებს ,რათა მოსწავლეებმა მაღალი ხარისხის ნამუშევრები წარადგინონ.
შევქმენით პროექტის პორტფოლიო, რომელსაც გამოვიყენებთ კლასში. გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს. ასევე შევქმენით ჩვენს პორტფოლიოში საქაღალდეები.
განვიხილეთ სასწავლო პროექტების შაბლონი და მისი შემადგენელი ნაწილები. ასევე ის რესურსები ,რომლებიც დაგვეხმარება პროექტების გეგმის შედგენასა და სასწავლო პროცესში მოსწავლეების აქტიურად ჩართვაში.
მეორე შეხვედრისთვის ქალბატონმა ნინომ მოგვცა ზეპირი დავალება : მოგვეფიქრებინა საპროექტო იდეები.
ვგრძნობ რომ ,შემდეგი შეხვედრები ძალიან საინტერესო და დატვირთული იქნება.

Comments
Post a Comment