ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეორე დღე იყო ძალზედ ნაყოფიერი
მოვახდინეთ საპროექტო იდეების გენერირება. განვიხილეთ პროექტების მახასიათებლები და ვიმსჯელეთ , თუ როგორ შეიძლება პროექტების ელემენტების
ინტეგრირება პროექტების გეგმაში.
გავეცანით პროექტების ნიმუშებს. ასევე პროექტების მახასიათებლებს ჩეკლისტის გამოყენებით..
ვისწავლეთ პროექტისთვის საჭირო რესურსის (სურათის ) მოძებნა ვებსაიტებზე და შემდეგ ჩვენს პორტფოლიოში მისი შენახვა საავტორო უფლებების დაცვით.
ასევე შევისწავლეთ მონაცემთა ვიზუალისთვის სასურველი ფიგურის მოძებნა და რესურსის კერძოდ სურათის მასში მოთავსება.
მუშაობა საინტერესო იყო. კარგად გავიგე ის რომ, პროექტებზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეებს პრობლემების გამოძიებისკენ უბიძგებს, რომელიც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებენ. პროექტი ემსახურება კონკრეტულ სასწავლო მიზნებს , ის არის გეგმის რეალური დანამატი. და მოსწავლეებს უვითარდებათ 21- ე საუკუნისთვის საჭირო ცხოვრებისეული უნარ-ჩვევები.
შევქმენით ბლოგი, დავარქვით სახელები, სადაც მუშაობის დასრულების შემდეგ მოვათავსეთ რეფლექსიები, როგორც პირველი, ასევე მეორე სამუშაო დღის.
Comments
Post a Comment