მერვე დღის რეფლექსია
გავეცანით მერვე დღის სამუშაო გეგმას
1.ისტ - ის სტანდარტი ესგ-დან;
2. რესურსები/ფასილიტაცია/ ფასილიტაციის მასალები
(ფასილიტაციის მასალების შექმნა), მასწავლებელი როგორც ფასილიტატორი;
3. ფასილიტაციის რესურსის შექმნა;
4. სასწავლო პროცედურების დასრულება;
5. იდეების გენერირებისთვის padlet.com ის გამოყენება
ncp.ge - ესგ
http://ncp.ge/ge/teqnologiebi/shesavali ისტ -ის სტანდარტი
თემის საფუძვლები
მოსწავლეების სწავლის შედეგები
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
შეფასების დროის ჩარჩო
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
სასწავლო პროცედურები
დიფერენცირებული სწავლება
განვიხილეთ ის საკითხი თუ როგორ უნდა გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს.მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში რაც უფრო ნაკლებს საუბრობს კლასში მასწავლებელი და რაც უფრო იზრდება მოსწავლეების აქტიურობა კითხვის დასმის დანიშნულებაც იცვლება. მასწავლებელზე ორიენტირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს, რომელზე პასუხიცმასწავლებელმა იცის. თავად მოსწავლე იშვიათად სვამს კითხვას.
მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე სწავლის პროცესს პირველ რიგში განსაზღვრავს მიმართულების მიმცემი საჯვანძო კითვები, ასევე სასწავლო მასალის შინაარსზე მუშაობის პროცესში წარმოქმნილი ავთეხტური კითხვები.
კარგი კითხვები წარმოაჩენს და ალტერნატიულ ხედვას, პასუხის ძიებისას უბიძგებს ლოგიკური მსჯელობისკენ, დასაბუთებული არგუმენტაციისკენდა არა მხოლოდ ჭეშმარიტი და მცდარი ტიპის პასუხის გაცემისკენ . კარგი კითხვები დაგვეხმარება წინა გაკვეთილთან და ჩვენს ცხოვრებუსეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირის გაბმაში.
შემდეგ ვიმუშავეთ საკითხზე რა ტიპის ფასილიტაციის დოკუმენტები გამოიყენება სწავლებაში?
პრეზენტაციის შაბლონი
სქემა
ინსტრუქცია
ჩეკლისტი
კითხვარი
თარგი
ინტერნეტ მისამართები
განვიხილეთ როგორ ხდება მოსწავლეთა დამხმარე მასალების შექმნა
ვარიანტი 1: დოკუმენტის შექმნა
ვარიანტი 2: დოკუმენტის შაბლონის შექმნა
ვარიანტი 3: პრეზენტაციის შაბლონის შექმნა
ვარიანტი 4: ფორმის შექმნა
უნდა გავითვალისწინოთ რა სჭირდებათ მოსწავლეებს, რომ ისწავლონ, ან როგორ იღებენ საჭირო ინფორმაციას.
შევთავაზოთ შინაარსის მიწოდების განსხვავებული გზები.
შესაძლებლობა უნდა მივცეთ მოსწავლეებს, ივარჯიშონ, გამოიყენონ მიღებული ცოდნა და განავრცონ ის სხვადასხვა მიმართულებით.
შევუქმნათ მოქნილი სასწავლო გარემო, მშვიდი და ინტერაქტიული ადგილებით და ასწავლეთ ისეთი წესები, რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებლობას.
გასათვალისწინებელია განმავითარებელი შეფასება ის ყველაზე ეფექტურია, როცა:
მოსწავლეებმა ზუსტად იციან, რა უნდა ისწავლონ.
მოსწავლეები იღებენ რეგულარულ უკუკავშირს თავიანთ პროგრესზე, სასწავლო მიზნებთან დაკავშირებით.
მოსწავლეები მიმართავენ პროგრესის თვითშეფასებას.
მასწავლებლები ინსტრუქციას აძლევენ საფეხურებრივად
ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები
მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ განსხვავებული მაგალითები
სისტემის შექმნა მოსწავლეებისთვის, პროგრესის თვითმონიტორინგისთვის
შეუზღუდავი არჩევანი პროექტებზე მუშაობის დროს
მოსწავლეებისთვის გარკვეული სტრატეგიების შეთავაზება (როგორიცაა გრაფიკული დამგეგმავის გამოყენება, სწავლის პროცესის ვიზუალური კომპონენტის გაძლიერებისთვის)
იარლიყების შეთავაზება, რაც მოსწავლეებს ცოდნის კლასიფიცირებასა და ორგანიზებაში დაეხმარება
წარმატებული პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელია
აქტივობები მოსწავლეთა დასაჯგუფებლად
პროექტების ფასილიტაცია
დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები და ჩვეს პროექტისთვის მისაღები ამოვარჩიეთ
გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი განვითარების თეორიებს . გავამახვილეთ ყურადღება იმაზე რო პროექტის მსვლელობისას აუცილებელია მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება.ყველა შესაძლებლობების მოსწავლეთა მხარდაჭერა
საინტერესო იყო საზიარო დაფის ჩავაშენება ბლოგზე
აუცილებელია ბოლოს პროექტის გეგმის გადახედვა
Comments
Post a Comment