Posts

Showing posts from June, 2019

მეცხრე დღის რეფლექსია

   გავეცანით უამრავ თეორიულ მასალას რომელიც აუცილებლად დაგვეხმარება საინტერესო პროექტების შექმნაში, გაკვეთილზე თუ არასაგაკვეთილო სიტუაციებში.      ვიმუშავეთ პორთფოლიოს დასრულებაზე, კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის გეგმას და  დავასრულეთ. რომელიც ავტვირთეთ გუგლის საცავში .       შევადგინეთ პროექტზე მოსარგები კითხვარი გუგლის ფორმებში.   გავეცანით რჩევებს ჩვენი პორთფოლოისა და მოსწავლეთა ნამუშევრების  ჩვენებისათვის : მცირე ჯგუფებში, დოტაციის პრინციპი ,დაწყვილდი გაუზიარე.      

ჩემი პროექტის პორთფოლიო

ჩემი პროექტის პორთფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

გამოკითხვის ფორმა

Loading...

მერვე დღის რეფლექსია

გავეცანით მერვე დღის სამუშაო გეგმას 1.ისტ - ის სტანდარტი ესგ-დან; 2. რესურსები/ფასილიტაცია/ ფასილიტაციის მასალები (ფასილიტაციის მასალების შექმნა), მასწავლებელი როგორც ფასილიტატორი; 3. ფასილიტაციის რესურსის შექმნა; 4. სასწავლო პროცედურების დასრულება; 5. იდეების გენერირებისთვის padlet.com ის გამოყენება ncp.ge - ესგ http://ncp.ge/ge/teqnologiebi/shesavali ისტ -ის სტანდარტი თემის საფუძვლები მოსწავლეების სწავლის შედეგები მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები შეფასების დროის ჩარჩო შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი სასწავლო პროცედურები დიფერენცირებული სწავლება განვიხილეთ ის საკითხი თუ როგორ უნდა გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს.მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში რაც უფრო ნაკლებს საუბრობს კლასში მასწავლებელი და რაც უფრო იზრდება მოსწავლეების აქტიურობა კითხვის დასმის დანიშნულებაც იცვლება. მასწავლებელზე ორიენტირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები პასუხობენ კითხვებს, რომელზე პასუხიცმასწავლებელ

გამოკითხვა პროექტის შესახებ

Image

მეშვიდე დღის რეფლექსია

    ტრენინგის დღე დაიწყო წინა დღის განვლილ მასალის განმეორებით. დავათვალიერეთ ვიუვერში მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და  გადავწყვიტე ჩემი პროექტისთვის შემექმნა  მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია, რომელიც მოვათავსე საქაღალდეში სახელოდებით "მოსწავლის ნიმუში".      გავეცანით შეფასების სქემი  შექმნას. რას ითვალისწინებს მასწავლებელი შეფასების რუბრიკის შედგენისას.    გავიგეთ, რომ შეფასების სქემა არის 4 სახის ანალიტიკური  ჰოლისტური ზოგადი კონკრეტული გავეცანით თითოეულ მათგანს დეტალურად. ტრენერმა წარმოგვიდგინა პრეზენტაცია სწავლის სხვადასხვა სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი.   ერთმანეთს გავუზიარეთ დიფერენცირებული სწავლების პირადი მაგალითები პრაქტიკიდან.

მეექვსე დღის რეფლექსია

      გავეცანით 21-ე საუკუნის უნარებს კიდევ ერთხელ და ვუპასუხეთ შეკითხვას: რომელი უნარების განვითარების უზრუნველყოფს სასწავლო პროექტი ვუმუშავეთ ინტერნეტ რესურსების მოძიებაზე.     წავიკითხეთ ბევრი მასალა უკუკავშირის მიცემის რჩევებსა და მეთოდებზე.   ტრენერი გვესაუბრა პრეზენტაციის თანხლებით უკუკავშირის სახეებზე. ასევე გავეცანით კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგად წესებს.    ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ აუცილებელია დადებითით დავიწყოთ უკუკავშირი, უნდა იყოს კონკრეტული და არა ზოგადი, გაუზიარეთ მაგალითი, როცა ეს შესაძლებელია.       ყურადღება გავამახვილეთ ისეთ ელემენტებზე, რომელთა შეცვლაც მიმღებს შეუძლია და რომლებიც შეესაბამება სწავლის სასურველ შედეგს.       გავეცანით საავტორო უფლებეზე და შევავსეთ სახალისო ტესტი საავტორო უფლებებზე.

პროექტის პრეზენტაცია